როცა მე გავაფრენ, თქვენ დამაბალანსებთ, როცა თქვენ გააფრენთ, მე დაგაბალანსებთ – უგულავა კოალიციურ მთავრობაზე

ევროპული საქართველოს ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა კოალიციური მთავრობის დადებით თვისებებზე საუბრობს. მისი თქმით, კოალიციურ მთავრობაში იქნება შესაძლებლობა, როდესაც ერთი “გააფრენს”, მეორემ დააბალანსოს.

“რატომ იქნება კოალიციური მთავრობა? იმიტომ იქნება ეფექტური, რომ როდესაც მე გადავწყვეტ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენო სხვების ჯანმრთელობა და არა ვიზრუნო მართლა ჯანმრთელობაზე, არამედ ვიზრუნო იმაზე რომ მე პოლიტიკური, ბოდიში და, უკანალი გადავირჩინო, რასაც დღეს ივანიშვილი აკეთებს, ამ ვითომ პანდემიასთან ბრძოლით, კოალიციაში სხვების მას არ დათანხმდებიან. როდესაც მე გავაფრენ თქვენ დამაბალანსებთ და როდესაც თქვენ გააფრენთ, მე დაგაბალანსებთ. და ჩვენი ქვეყნის უბედურება ზუსტად ის არის, რომ ხელისუფლებები როდესაც მოდიან თითქმის 100%-იანი მხარდაჭერით, მერე უბერავენ. მათ არავითარი მუხრუჭი არ აქვთ, არც გარედან, არც შიგნიდან”,- ამბობს უგულავა ფორმულას ეთერში.

მისი თქმით, ასეთ უკონტროლო სიტუაციაში, ეკონომიკაზე აღარავინ ფიქრობს.