იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი “ევროპული საქართველოს” ლიდერს, გიგა ბოკერიას პასუხობს და ამბობს, რომ მისგან მსგავსი ტიპის “მასკარადი”უჩვეულო არაა.
მისივე თქმით, როცა ბოკერია ხედავს, ბნედა ემართება.
“განსაკუთრებით როცა მხედავს, მას ემართება ბნედა, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, საბოლოოდ აღვნიშნეთ დღეს, ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ნაციონალები, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული ნაციონალები, რომლებიც საყვედურობდნენ პრემიერმინისტრს, ეს ჯარიმების ოდენობები მაღალი რომ არის ვაპროტესტებთო და ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო.
ისინი და ბატონი გიგა, რა თქმა უნდა, გაღიზიანებულია, როდესაც მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებული და მსაყვედურობს, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურას, ეს არის პროდასავლურობას მოფარებული ანტიდასავლური ძალა”, — განაცხადა წულუკიანმა.
დღეს ბოკერიამ წულუკიანს პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი უწოდა და გახარიას ჰკითხა, მოხსნიდა თუ არა მას მინისტრობიდან, რაზე გახარიამ უპასუხა, რომ დააწინაურებს.