ბატონო გიორგი მოხსნით ამ მინისტრს? – ბოკერიამ წულუკიანს პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი უწოდა (ვიდეო)

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს “პოლიტიკური ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი” უწოდა და გახარიას მიმართა კითხვით მოხსნიდა თუ არა მინისტრს.

” თქვენ გვერდზე რომ ზის, პოლიტიკური ბოღმის და სიძულვილის ელექსირი. იქნებ მაგას და რომან კაკულიას აუხსნათ, ეგეთი ევროპა არ გვინდაო, რომ თქვა. ახლა რაც შეეეხება წულუკიანს, მის მაგარ ციტატას წაგიკითხავთ – „თითებს ვიჭამდი, ეს ორი რომ გამოუშვეს:  უგულავა და ოქრუაშვილი. რა უნდა ვიზეიმოთ 26 მაისს, ვართ კი დამოუკიდებლები? უკვე მივდივარ ჩემს მოხევესთან. ლელთ-ღუნიას გულისხმობს, ილია ჭავჭავაძის, რუსეთის იმპერიამ რომ დაანგრია.ბატონო გიორგი, მოხსნით ამ მინისტრს ?!ასეთი სამარცხვინო განცხადებისთვის?”- განაცხადა ბოკერიამ.