როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე, პირველი სიტყვა ყოველთვის ექიმებს ეთქმით – გამყრელიძე სააკაშვილზე

არ ვიცი რეალურად, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე, პირველი სიტყვა ყოველთვის ექიმებს ეთქმით – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილ კონსილიუმის წევრებიდან “ბევრის მოსაზრებას ენდობა”.

“ამ საკითხზე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება. ჩვენ პოლიტიკური და სამედიცინო საკითხი უნდა გავყოთ. არ ვიცი რეალურად, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისევე როგორც თქვენ, მეც ვისმენ ტელევიზიით. როდესაც ჯანმრთელობას ეხება საქმე, იქ პირველი სიტყვა ყოველთვის ექიმებს ეთქმით. მოდით, ვენდოთ. იქ ვინც არიან ექიმები, რამდენიმეს ძალიან ახლოს ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ პროფესიულ ცოდნას და ღირსებას. მათ პროფესიულ მოსაზრებას ვენდობი და ღირსებას. იქ, რამდენიმე კონსილიუმი იყო და მე, თითქმის ყველა კონსილიუმის ექიმს ძალიან კარგად ვიცნობ, ბევრს ვენდობი”,- აღნიშნავს გამყრელიძე.