რუსების არამდგრადი დანაკარგები მათმა არასწორმა გათვლებმა გამოიწვია – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგობის არასათანადოდ შეფასებამ და მისმა “საუკეთესო სცენარით“ დაგეგმვამ გამოიწვია ოკუპანტების ოპერაციული წარუმატებლობა, რამაც ხელი შეუშალა პრეზიდენტ პუტინს მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატების გამოცხადებაში 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმზე.

მათივე ცნობით, რუსეთის შეჭრის გეგმა, დიდი ალბათობით, ეფუძნებოდა მცდარ ვარაუდს, ისინი მოსახლეობის შეზღუდულ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ და გვერდს სწრაფად აუვლიდნენ.

“ამ ვარაუდმა გამოიწვია რუსული ძალების მიერ ოპერაციის გახსნითი ფაზის განხორციელების მცდელობა მსუბუქი, ზუსტი მიდგომით, რომლის მიზანი იყო სწრაფი გამარჯვების მიღწევა მინიმალური დანახარჯებით.

ამ არასწორმა გათვლებმა გამოიწვია არამდგრადი დანაკარგები და შემდგომში რუსეთის ოპერატიული ფოკუსის შემცირება”,– აცხადებს დაზვერვა.