“რუსები ახლა ტკივილისგან კბილებს აკრაჭუნებენ“–დუგინი ხერსონის დაცემის გამო ხელისუფლებას უპირისპირდება.

„რუსულის სამყაროს“ იდეოლოგი,  ალექსანდრ დუგინი ხერსონის უკრაინის კონტროლ ქვეშ გადასვლის გამო რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს:

“დაეცა რუსული ქალაქი, რუსეთის ერთ-ერთი რეგიონის დედაქალაქი – იგივე ბელგოროდი, კურსკი, დონეცკი ან სიმფეროპოლი. თუ შენთვის სულერთია, მაშინ რუსი არ ხარ. რუსები ახლა ტკივილისგან კბილებს აკრაჭუნებენ, ტირიან და იტანჯებიან, თითქოს გული ამოგლიჯეს, თითქოს შვილები, ძმები, დედები და ცოლები თვალწინ მოუკლეს. თუ ახლა არ გტკივა, არარაობა ხარ.

ხელისუფლება. ის არის პასუხისმგებელი ამაზე. რა არის სრული ძალაუფლების   არსი? არადა, ჩვენ სწორედ ის გვაქვს. ჩვენ მმართველს ვაძლევთ ძალაუფლების აბსოლუტურ სისავსეს და ის გადაგვარჩენს ყველას – ერს, სახელმწიფოს, ხალხს – კრიტიკულ მომენტში. თუ ამისათვის ის გარს შემოიკრავს  ბოროტი სულებს, ან ფეხებზე იკიდებს სოციალურ სამართლიანობას, ეს არასასიამოვნოა, მაგრამ ოღონდ გადაგვარჩინოს. რა მოხდება, თუ ვერ ახერხებს გადაგვარჩინოს? მაშინ – “წვიმის მეფის” ბედი ელის (იხ. ფრეზერი). სრულ ძალაუფლებას  ასევე აქვს უარყოფითი მხარე. ძალაუფლების სისრულე წარმატების შემთხვევაში, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობის სისრულე წარუმატებლობისთვის. აბა როგორ გინდოდათ?

როგორ გამოვიდეთ სიტუაციიდან? დაუყონებლივ გადავიდეთ სუვერენული დიქტატურიდან კომისარულზე, ანუ შემოიტანოთ იდეოლოგია. მმართველმა ეს თითქმის გააკეთა. მაგრამ  ისევ თითქმის. ხერსონი კი თითქმის კი არა, მთლიანად ჩააბარეს.  არავითარი პრეტენზია სუროვიკინთან. ის არ არის პოლიტიკოსი, პასუხისმგებელია ფრონტის ტექნიკურ მხარეზე. დარტყმა მას არ ეკუთვნის. კარგად გესმით ვისაც ეკუთვნის.  და არანაირი პიარი აქ აღარ უშველის.  კრიტიკულ სიტუაციაში პოლიტიკური ტექნოლოგიები საერთოდ არ მუშაობს.  დღეს ისტორია ლაპარაკობს. და ის წარმოთქვამს ჩვენთვის საშინელ სიტყვებს.

ეს არ არის ღალატი, ეს არის ნაბიჯი არმაგედონისაკენ. დასავლეთის პირობები, რომელიც იმარჯვებს, ამ სატანის ამ ცივილიზაციის პირობები მოსკოვისთვის არასოდეს იქნება მისაღები. ეს ნიშნავს, რომ დარჩება ტაქტიკური ბირთვული იარაღი და სტრატეგიული ბირთვული იარაღი , ანუ  დასასრული. და აქ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

გარემოებების ზეწოლის ქვეშ (და ეს ძალიან ცუდია, საშინელებაა) ჩვენ შევიტანეთ არაერთი სამხედრო-პოლიტიკური შესწორება სპეციალური სამხედრო ოპერაციის  წარმოებაში (რატომასე გვიან, ეს ცალკე საკითხია). მაგრამ ამან ეფექტი არ მოგვცა (ჯერჯერობით). ბოლო რესურსი იდეოლოგიაა. რეალური და არა ის ყალბი, რომლის გაყიდვას ცდილობს რეალობის აჯანყებით შეშინებული ხელისუფლება.

უნდა მორჩეს: რუსული იდეა. მხოლოდ ის. სისულელეა კაცობრიობის სრული განადგურებისკენ წასვლა მხოლოდ რუსული იდეის, ჩვენი იდეოლოგიის შიშის გამო. სხვა გზა არაა. რუსეთის ხელისუფლებას უკვე სხვა არაფრის ჩაბარება აღარ შეუძლია. ლიმიტი ამოწურულია. გამარჯვებისთვის კი ტექნიკური საშუალებები არასაკმარისია.

ომი მთლიანად სახალხო ომად უნდა იქცეს. სწორედ ასეთი სახალხო – რუსული! – უნდა გახდეს სახელმწიფო და არა ისეთი,  როგორიც ახლა არის.“–ამბობს დუგინი.