რუსებმა დაბომბეს IAEA-ს მისიის წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ

რუსმა ოკუპანტებმა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] მისიის, წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს. ასევე მისი თქმით,

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს პროვოკაციები და შეფერხების გარეშე მისცეს წვდომა IAEA-ს უკრაინის ატომურ ობიექტზე“, – განაცხადა სტარუხმა.

ენერგოატომის ინფორმაციით, მორიგი თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ავარიული დაცვა ამოქმედდა და მოქმედი მე-5 ენერგობლოკი გამოირთო.