რუსებმა დნეპროპეტროვსკში რკინიგზის სადგური დაბომბეს. არის მსხვერპლი

რუსებმა უკრაინაში დნეპროპეტროვსკის ოლქში რკინიგზის სადგური ჩაპლინო დაბომბეს. დაიღუპა მინიმუმ 15 ადამიანი, დაახლოებით 50 დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე მისი ონლიან გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია ინციდენტის შესახებ მან სწორედ გაეროში გამოსვლის წინ მიიღონ. რუსული რაკეტა სადგურზე მდგომ ვაგონებს მოხვდა.

“ოთხი სამგზავრო ვაგონი იწვის. ამ მომენტში მოკლულია მინიმუმ 15 ადამიანი, 50–მდე დაჭრლია. მაშველები მუშაობენ, მაგრამ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს“–თქვა ზელენსკიმ.