რუსებმა დღეს კიევის მიმართულებით 31 რაკეტა გაისროლეს – კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, რუსმა  ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქის თავზე 31 რაკეტა გაისროლეს, საიდანაც უკრაინელმა სამხედროებმა 21 ჩამოაგდეს.

ამის შესახებ მან ტელეარხ “კიევის” ეთერში განაცხადა.

ბოლო ინფორმაციით, კიევში ოკუპანტების სარაკეტო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.