რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ორიჰივი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპორიჟიეს ოლქის ქალაქ ორიჰივზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ინფორმაციას ოლქის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

“9 მაისს მტერმა ზაპორიჟიეს ოლქის ქალაქ ორიჰივზე განახორციელა ავიაიერიში. მტრის აგრესიის შედეგად განადგურდა 10 კერძო სახლი და დაზიანდა მშვიდობიანი მოსახლეობის კიდევ 20 სახლი”, – ნათქვამია განცხადებაში.