რუსებმა თავდასხმა 3 მიმართულებით სცადეს, განიცადეს დანაკარგები და უკან დაიხიეს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, რუსეთმა დღეს თავდასხმა სამი მიმართულებით სცადა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია.

“სევეროდონეცკის მიმართულებით, არტილერიის მხარდაჭერით, მტერმა ჩაატარა თავდასხმითი ოპერაციები, ვერ მიაღწია წარმატებას, განიცადა დანაკარგები და უკან დაიხია.

ბახმუტის მიმართულებით მტერმა შეტევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ლუგანსკის მიმართულებით ჩაატარა სადაზვერვო ბრძოლა, ვერ მიაღწია წარმატებას და უკან დაიხია. არტილერიის მხარდაჭერით, მტერმა განაახლა თავდასხმა ტერნოვის დასახლების მიდამოში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

დონეცკის მიმართულებით მტრის ქვედანაყოფებმა არ შეწყვიტეს ჩვენი ჯარების თავდაცვითი ძალების გარღვევის მცდელობა, რათა მიაღწიონ ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებს”,– აცხადებს გენშტაბი.

უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ თავდაცვითი ძალების პოზიციების დაბომბვას, რომლებიც განლაგებულია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უშუალო სიახლოვეს სუმისა და ჩერნიგოვის რაიონებში.

გარდა ამისა, სლობოჟანსკის მიმართულებით დამპყრობლები ცდილობენ შეინარჩუნონ ოკუპირებული საზღვრები.