რუსებმა თავიანთი ჯარისკაცების ცხედრებისთვის ნაგვის ტომრები შემოგვთავაზეს – ზელენსკი

ზელენსკის თქმით, უკრაინას არ სურს რუსი ჯარისკაცების ცხედრები თავის ტერიტორიაზე დატოვოს და უნდა მათი გადაცემა დაღუპულთა ახლობლებისთვის.

“რუსები ჯერ უარს ამბობდნენ, მერე შემოგვთავაზეს რაღაც ტომრები… ვერ ვხვდები, როცა ძაღლი ან კატა კვდება, იმასაც კი არ ექცევიან ასე. ნაგვის ტომრებს [გვთავაზობდნენ].

ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია თუნდაც მტრული სახელმწიფოს ჯარისკაცებთან მიმართებით. ისინი არ არიან პირუტყვები. და რატომ არის ეს ყველაფერი საშინელება? იმიტომ, რომ თუ ასეთი დამოკიდებულება აქვთ საკუთარის მიმართ, მაშინ როგორი დამოკიდებულება ექნებათ სხვების მიმართ? და რუსეთის ხელისუფლებისთვის ჩვენ ნამდვილად სხვები ვართ”,– თქვა ზელენსკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში.