რუსებმა მარიუპოლის დანგრეულ დრამატულ თეატრში ექსკურსია მოაწყვეს – მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში წითელი დროშებით “მოხალისეთა მიტინგი“ მოაწყვეს, რომელიც მათ მიერ განადგურებულ დრამატულ თეატრში ექსკურსიით დასრულდა.

“ოკუპანტების ცინიზმს საზღვარი არ აქვს. დრამატული თეატრის ნანგრევებისგან გაწმენდისა და მოედნის დათვალიერების შემდეგ, ოკუპანტებმა მოაწყვეს “მოხალისეების აქცია” წითელი დროშებით ქალაქის გარშემო. ბოლო წერტილი იყო ექსკურსია დრამატული თეატრის შიგნით. ნამდვილი დღესასწაული ძვლებზე”,– წერს მრჩეველი.

მისი თქმით, ეს ქცევა მიუთითებს ოკუპანტების დამოკიდებულებაზე მარიუპოლის მწუხარების მიმართ.

“და კიდევ ერთი დეტალი – დრამატულ თეატრში მტრედებიც ვეღარ იკვებებიან. ისინიც გაუჩინარდნენ”,– აღნიშნავს ანდრიუშჩენკო.