რუსეთის დანაკარგები ომში, მნიშვნელოვნად აღემატება 100 ათასს – გენერალი მარკ მილი

“ბოლოს, როცა საჯაროდ ვისაუბრე რუსების დანაკარგებზე, ვთქვი, რომ ის 100 ათასს აჭარბებს, ახლა კი ვიტყვი, რომ მნიშვნელოვნად აღემატება 100 ათასს. რუსებმა სამხედროების კოლოსალური ზარალი განიცადეს. საუბარია როგორც რეგულარულ, ისე დაქირავებულ “ვაგნერელებსა” და სხვა ძალებზე, რომლებიც იბრძვიან რუსების მხარეს”,

განაცხადა აშშ-ს არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილმა.