რუსეთის კოსმოსური ეკიპაჟი საერთაშორისო სადგურზე უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდა

რუსეთის კოსმოსური ეკიპაჟი  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდა. სავარაუდოდ აღნიშნული ფორმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო განაცხადია.

დენის მატვეევს, ოლეგ არტემიევის და სერგეი კორსაკოვსამივეს აფრენამდე სტანდარტული რუსული ლურჯი უნიფორმები ეცვათ.

ოლეგ არტემიევს ჰკითხეს, თუ რატომ ეცვათ ყვითელი და ლურჯი უნიფორმები და არა ნაცრისფერი, როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟის სხვა წევრებს, რაზეც მან უპასუხა:  „თითოეული ეკიპაჟი ირჩევს საკუთარ კოსტიუმებს, კომბინეზონებს. რათა არ იყოს ერთნაირი. ჩვენი ჯერი დადგა. სინამდვილეში, იქ უამრავი ყვითელი მასალა დაგროვდა. საქმეში უნდა ჩაგვერთო. ამიტომ, მოგვიწია ყვითელი კომბინეზონების ჩაცმა“,