რუსეთის კოსმოსური სააგენტო დონალდ ტრამპს პლანეტების მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპს რუსეთის კოსმოსური სააგენტო პლანეტების მიტაცების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ იფნორმაციას Reuters-ი წერს.

როგორც ცნობილია რუსეთის კოსმოსური სააგენტო, როსკოსმოსი  დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ტრამპმა ბრძანა, რომ კოსმოსი კომერციულად უნდა იქნეს გამოყენებული. აღნიშნული ბრძანება, კი როსკოსმოსის თქმით,  კოსმოსში საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობას აზიანებს. მათივე განმარტებით, ამ ბრძანებით აშშ დაუპირსპირდა იმ წარმოდგენას, რომ კოსმოსური სივრცე მთელს კაცობრიობას ეკუთვნის.

სააგენტოს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, სერგეი სავალევი აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები საზიანოა ურთიერთანამშრომლობისთვის.

„ისტორიაში არის იმის მაგალითები, როცა ერთმა ქვეყანამ სხვისი ტერიტორიების მისაკუთრება დაიწყო. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს როგორ დასრულდა“,- განაცხადა სერგეი სავალევმა.