რუსეთის მიერ გაშვებული 36 “შაჰიდიდან” 22 ჩამოვაგდეთ – უკრაინა

გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 36 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 22 ჩამოაგდეს. ინფორმაციას, უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“რუსმა დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას “შაჰიდის” ტიპის 36 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, საიდანაც 22 უკრაინელებმა გაანადგურეს”, – ნათქვამია განცხადებაში.