რუსეთის მსგავსი ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეიძლება იყოს იზოლირებული – გერმანიის ყოფილი კანცლერი

გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას აგრძელებს. The New York Times-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ არ აპირებს გადადგეს “როსნეფტის”  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან. შრედერი ასევე აღნიშნავს, რომ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რუსეთი შეუწყვეტს გაზის მიწოდებას გერმანიას, ან ევროკავშირს.

„რუსეთის მსგავსი ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეიძლება იყოს იზოლირებული პოლიტიკურად ან ეკონომიკურად“ – განაცხადა ყოფილმა კანცლერმა, The New York Times-თან ინტერვიუში.