რუსეთის მხარდამჭერ ბალერინა ილზე ლიეპას ლიეტუვას მოქალაქეობა ჩამოერთვა

რუსეთის მხარდამჭერ ბალერინა ილზე ლიეპეს ლიტვის მოქალაქეობა ჩამოერთვა. შესაბამის ბრძანებას,  ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ხელი მოაწერა.

ილზე ლიეპამ, რომელიც რუსეთში გაიზარდა, ლიეტუვას მოქალაქეობა, “გამონაკლისის სახით” 2000 წელს მიიღო. ილზე ლიეპა 10  წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცეკვავდა ლიეტუველ ბალეტის სოლისტ პეტრას სკირმანტასთან.

წარსულში, ერთ-ერთ ინტერვიუში ბალერინამ არ დამალა საკუთარი პოზიცია და განაცხადა თავისი სიმპათიების შესახებ, რომელიც ჰქონდა ვლადიმერ პუტინის მიმართ. ამავე ინტერვიუში ბალერინამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრას “სპეციალური ოპერაცია უწოდა” და არ დამალა თავისი სიძულვილი დასავლური სამყაროს მიმართ.

ლიეტუვას კანონმდებლობის მიხედვით,  პირს, რომელმაც მოქალაქეობა  გამონაკლისის სახით მიიღო, შეიძლება ჩამოერთვას მოქალაქეობა, არა მხოლოდ იმ ქმედებების გამო, რომლებიც ემუქრება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ის საჯაროდ გამოხატავს მხარდაჭერას სახელმწიფოსთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის ლიეტუვას.