რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი წელი გაგრძელდება – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ 12 თვეს გაგრძელდება. ამის შესახებ Sky News იტყობინება.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ კიდევ 12 თვის განმავლობაში, უოლესმა დადებითად უპასუხა.

“ვფიქრობ, ვიხილავთ. ვფიქრობ, რუსეთმა გამოავლინა სრული უგულებელყოფა არა მხოლოდ უკრაინის მაცხოვრებლების, არამედ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის მიმართ”, – თქვა უოლესმა და დასძინ:ა, რომ რუსი ჯარისკაცების ჯამური დანაკარგები 188 000 ჯარისკაცს აღემატება. უოლესი ამას ვლადიმერ პუტინის “სტრატეგიულ შეუფასებლობას“ უწოდებს. მისი ჯარისკაცებისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მათ „ხორცსაკეპ მანქანაში“ გადაყრით, პრეზიდენტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაჩერდეს.“–თქვა უოლესმა.

23 თებერვალს BBC-მ დაწერა, რომ ომი რუსეთის ფედერაციისთვის კატასტროფა იყო. პუტინის ავტორიტეტი შეირყა, ამიტომ მოსკოვი ომის გაჭიანურებაზე გადავა.