“დასავლეთში ჩვენი სიტყვების უკვე აღარავის ეშინია. სიტყვებისა და მუქარის შემცველი გამოსვლების ლიმიტი ამოიწურა. სანამ დამაჯერებლად არ მოვიქცევით, არაფერი შეიცვლება და ახლა ჩვენი მხრიდან ძალის 1-2 დემონსტრაცია აშკარად არ იქნება საკმარისი. დრო დაიკარგა, ძალიან დიდი დრო. ჩვენ დაჩქარება გვესაჭიროება. ამჯერად ისინი შანსსაც კი არ მოგვცემენ, რომ თავი მოგვაჩვენონ, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, თუკი კომპრომისზე წავალთ. მტერი ჩვენი დანებებითა და სრული სტრატეგიული მარცხით კმაყოფილი არ იქნება. ისინი მხოლოდ ზიანს არ მოგვაყენებენ, არამედ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს დამარცხებულმა მხარემაც აღიაროს. ჩვენი ხელმძღვანელობა გონს უნდა მოეგოს.”
აცხადებს კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი.















