„ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი ამას წყვეტს ქვეყნის მოსახლეობა. ის ილუზია, რაც თქვენ გაქვთ, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან ბრძანებას გასცემს, ვიღაცა ვიღაცას დააბარებს, ან მანიპულაციებს განახორციელებს ქართველ ხალხზე, არ გამოგივათ ეს.
ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის, ვინ ვის ემსახურება, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის. ყველაფერი იცის ქართველმა ხალხმა.
გინდა ინდივიდუალურად, ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ ხართ მოღალატეები. ეს არის მოცემულობა და რეალობა, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით. აქ [ვგულისხმობ] ყველას ვინც, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ შემჩნეულია მტრულ საქმიანობაში, ყველას აბსოლუტურად“,
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს.















