რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ამერიკის ელჩი, ლენ ტრეისი დაიბარა. როგორც ცნობილია ელჩის გამოძახების გადაწყვეტილება “უკრაინის საომარ მოქმედებებში ამერიკის მონაწილეობის გაფართოებას” მოყვა.

სამინისტრო ამერიკას ბრალს სდებს კიევის იარაღით “ავსებაში” და “აგრესიული კურსის” ხელშეწყობაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკელ დიპლომატს “საპროტესტო ნოტა” გადასცა და მოუწოდა, რომ უკრაინიდან NATO-ს შეიარაღება გაიყვანოს სიტუაციის დე-ესკალაციისთვის.