რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა

რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩავიდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა წერს, რუსმა დეპუტატები ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის წევრებს შეხვდნენ და განუცხადეს, რომ მიზნად სერიოზული მუშაობა აქვთ დასახული.

“ჩვენ სერიოზული დელეგაციით ვართ ჩამოსულნი, ყველანი მჭიდროდ მუშაობენ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე”, – განაცხადა კოსაჩევმა.

რუს დეპუტატებთან შეხვედრისას ანატოლი ბიბილოვმა იმედი გამოთქვა, რომ პანდემიისგან გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ პარლამენტთაშორისი კავშირი აღდგება. ცხინვალში რუსეთის დელეგაციის ვიზიტი თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგა, რომლის გამოც უკვე რამდენიმე თვეა დე ფაქტო პარლამენტის სხდომები არ ტარდება.