რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინულ ობიექტებზე დარტყმა შეუძლია – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვოს სამსახურის განცხადებით, რუსეთის საზღვაო ძალების დაახლოებით 20 ხომალდი ამჟამად შავი ზღვის საოპერაციო ზონაში იმყოფება, მათ შორის არის წყალქვეშა ნავები. მათი ცნობით, რუსეთს შეუძლია უკრაინულ ობიექტებზე იერიშის მიტანა.

“ბოსფორის სრუტე რჩება დაკეტილი ყველა არათურქული სამხედრო ხომალდისთვის, რის გამოც რუსეთი ვერ შეძლებს შავ ზღვაში დაკარგული კრეისერი Moskva-ს ჩანაცვლებას.

სადესანტო გემის, სარატოვისა და კრეისერ მოსკვას უხერხული დანაკარგის მიუხედავად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ინარჩუნებს უკრაინულ და სანაპირო ობიექტებზე დარტყმის შესაძლებლობას”,– წერია დაზვერვის განცხადებაში.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით ამ დრომდე უკრაინელებმა ოკუპანტების 8 გემი და ნავი გაანადგურეს. ალექსეი არეტოვიჩის განმარტებით, შესაძლოა ეს რიცხვი 9-მდე გაიზარდოს, რადგან ზუსტდება ერთი ხომალდის განადგურების შესახებ ინფორმაცია.