არესტოვიჩის თქმით, შესაძლოა, უკრაინელებმა კიდევ ერთი რუსული ხომალდი გაანადგურეს

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინელმა სამხედროებმა გუშინ ღამით კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს, თუმცა ინფორმაცია ზუსტდება.

არესტოვიჩი ბრიფინგზე რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე საუბრობდა, როდესაც თქვა, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე განადგურებულია 8 რუსული გემი/ნავი, მაგრამ შესაძლოა მონაცემს ერთი გემი დაემატოს.

“ვიღაც ამბობს, რომ ამ ღამის შემდეგ უკვე 9 ერთეულია განადგურებული. ეს ინფორმაცია დაზუსტებას საჭიროებს”,– აღნიშნა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა.