რუსეთი ქვეყნიდან გასასვლელი ვიზების შემოღებისთვის ემზადება

spot_imgspot_img

რუსეთის ხელისუფლება განიხილავს საბჭოთა კავშირში მოქმედი გასვლითი ვიზების პრაქტიკის დაბრუნების შესაძლებლობას, წერს Telegram-არხი „Можем объяснить“.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი კანონის შემუშავებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა დაკავებული.

გასვლითი ვიზების შემოღებისთვის საჭირო დოკუმენტების პაკეტი საზღვარგარეთ მოქალაქეების „უსაფრთხოების“ გაძლიერების საბაბით მზადდება, განუცხადა „МО“-ს რუსულ დიპლომატიურ წრეებში წყარომ. ეს ინფორმაცია დაადასტურა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომაც.

არხის წყაროების თქმით, განიხილება წინადადება, რომლის მიხედვითაც „არამეგობრულ“ ქვეყნებში რუსები გამგზავრებას მხოლოდ ორგანიზებული ჯგუფებით შეძლებენ — არანაკლებ 10 ადამიანის შემადგენლობით, თანმხლებ პირთან ერთად და წინასწარ დამტკიცებული მარშრუტით.

ინდივიდუალური ტურიზმი შესაძლოა სხვა ქვეყნებში იყოს დაშვებული — მათი სია ჯერ განსაზღვრული არ არის. თუმცა ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნება გასვლითი ვიზა, წერს „МО“ ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით:

„ისე, როგორც ახლაა — იყიდე ბილეთი და გაფრინდი — აღარ უნდა იყოს. ნებართვა სახელმწიფომ უნდა გასცეს“.

ამ წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკვე შეზღუდა მეცნიერების გამგზავრება „არამეგობრულ“ ქვეყნებში: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფედერალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც რიგ უცხო ქვეყნებში გამართულ ღონისძიებებზე „შესაძლო პოლიტიზაციის თვალსაზრისით საფუძვლიანი შეფასების“ ჩატარებას ითხოვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გასვლითი ვიზების შემოღებისთვის მზადებას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ ინფორმაცია გასვლითი ვიზების შემოღების შესახებ კანონპროექტის მომზადებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

შესაბამის ცნობებს მან РБК-სთან ინტერვიუში „სისულელე“ და „უცხოეთის აგენტობის კლასიკა“ უწოდა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პროექტი „Можем объяснить“ „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში 2023 წლის დეკემბერში შეიყვანა.

spot_imgspot_img

პოპულარული

უკრაინა Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის ლიცენზიის საკითხზე აშშ-სთან მუშაობს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ  განაცხადა, რომ Patriot-ის...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია...

უკრაინელებმა 48 საათში რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი 13 ენერგეტიკული ობიექტი დაბომბეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის თქმით,...

II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო – ნარმანია

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, წინასწარი შეფასებით, ენერგოსისტემის მეორედ...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით...

რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“: იტალია ხმელთაშუა ზღვაში ოპერაციას ატარებს

იტალიის საზღვაო ძალების „Thaon di Revel“-ის ეკიპაჟმა დაათვალიერა ნავთობტანკერი...
spot_img

ყველა ამბავი

გლოვოს კურიერზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.უწყების განმარტებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად...

ახალი სკანდალი ფიფას პრეზიდენტის გარშემო: ინფანტინოს საყვარლისთვის დიდი თანხის გადახდაში ადანაშაულებენ

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სავარაუდო საყვარელმა უეფასგან კომპენსაცია მიიღო იმ პერიოდში, როდესაც ინფანტინო ორგანიზაციის გენერალური მდივანი იყო, – ნათქვამია...

მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის დაგმობის გარეშე – როგორ ჩაიარა ზელენსკის ვიზიტმა სერბეთში

უკრაინის პრეზიდენტი სერბეთს ვიზიტით ეწვია — პირველად შვიდი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 2019 წელს არჩევნებში გაიმარჯვა. მასპინძელმა, სერბეთის...

მასკმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება არ მისცა

SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა უკრაინას უარი უთხრა Starlink-ის გამოყენებაზე რუსეთის სიღრმეში მდებარე სარაკეტო გამშვებ დანადგარებზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ ამერიკული...

თურქეთი შავ ზღვაში სავაჭრო გემების მოძრაობაზე შეზღუდვებს აწესებს

შავ ზღვაში რუსეთისა და უკრაინის თავდასხმების რაოდენობის ზრდის გამო, თურქეთი სავაჭრო გემების გადაადგილებაზე შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ შაბათს, 8...

“დღეს თბილისი პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს“–მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს რუსეთის პრეზიდენტი იყო, რუსულ მედიასთან ინტერვიუში...

აშშ–მა საქართველოში რეგისტრირებული კომპანია დაასანქცირა, რომელიც ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსთან იყო დაკავშირებული

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაფინანსებასთან, ფულის გათეთრებასა და სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტის ბირჟებისა...

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...