Ryanair-ის ლაინერში მგზავრი გატეხილმა ილუმინატორმა შეითრია

spot_imgspot_img

Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელიც საბერძნეთიდან გერმანიის მიმართულებით მიფრინავდა, ფრენის დროს ილუმინატორი ჩაიმსხვრა და ფანჯარასთან მჯდომი მგზავრი მასში შეითრია. მედიის ცნობით, Boeing-ის ფანჯარა ძრავიდან მოწყვეტილმა დეტალმა ჩაამსხვრია.ამის შესახებ თვითმხილველებმა პარასკევს, 10 ივლისს, ბერძნულ რადიოსადგურ Radio Thessaloniki-სა და გერმანულ სააგენტო dpa-ს განუცხადეს.

მათი თქმით, 61 წლის სერბეთის მოქალაქის თავი და მხრები თვითმფრინავის გარეთ აღმოჩნდა, და რამდენიმე მგზავრმა დიდი ძალისხმევით შეძლო მისი სალონში შეკავება. თვითმფრინავში, რომელიც სალონიკიდან სამხრეთ გერმანიის ქალაქ მემინგენისკენ მიფრინავდა, ჟანგბადის ნიღბები ჩამოვარდა. პილოტმა ფრენა შეწყვიტა და გამგზავრების აეროპორტში დაბრუნდა.

დაშავებული მგზავრი სასწრაფო დახმარების მანქანით სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. დანარჩენი მგზავრები გერმანიაში სათადარიგო თვითმფრინავმა ჩაიყვანა.

ბერძნული მედიის ცნობით, ინციდენტი 10 ივლისის დილით, ჩრდილოეთ მაკედონიის თავზე, 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე მოხდა, Boeing 737-800-ის ტიპის ლაინერში. ბერძნული გამოცემა ERT წერს, რომ ფანჯარა თვითმფრინავის ძრავიდან მოწყვეტილმა დეტალმა დააზიანა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

Ryanair-ში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ აფრენიდან მალევე ლაინერის სამგზავრო ილუმინატორი გატყდა და სალონში ჰერმეტულობა დაიკარგა.

2018 წელს, მსგავს ვითარებაში, აშშ-ში Southwest Airlines-ის მგზავრი დაიღუპა.

მას შემდეგ, რაც ძრავის ვენტილატორის ფრთის მოწყვეტის შედეგად თვითმფრინავის ფიუზელაჟი დაზიანდა, ქალი სალონიდან ნაწილობრივ გაიწოვა.

სხვა მგზავრებმა ჯენიფერ რიორდანის თვითმფრინავში დაბრუნება შეძლეს. ავარიული დაშვების შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

spot_imgspot_img

პოპულარული

ბაიბა ბრაჟე – საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ლატვია ამას არასდროს აღიარებს

ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს...

თელავში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ სოფელ ყარაჯალაში  დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი...

დაქირავებული ახალგაზრდა მკვლელები — თინეიჯერი ქილერები, რომლებსაც ევროპის მასშტაბით მკვლელობებისთვის იბირებენ

სტოკჰოლმის გარეუბანში, ზამთრის სიბნელიდან შავებში ჩაცმული მამაკაცი გამოჩნდა. მას...

რუსეთში დრონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორის ავტომობილი აფეთქდა

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ დიდ ისტოკში (ეკატერინბურგის სიახლოვეს), რუსული...

ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ

საქართველოს მთავრობამ 3 აგვისტოს დაამტკიცა დადგენილება საჯარო სკოლის დაწყებითი...

ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

3 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის...

ზელენსკის თქმით, პუტინი რთული არჩევანის წინაშეა და ომის შეჩერებას განიხილავს

რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი არჩევანის...
spot_img

ყველა ამბავი

მარკო რუბიო სომხეთ–აზერბაიჯანის გავლით ტრამპის მარშრუტისთვის 201 მილიონიანი ტრანსკასპიური ფონდის შექმნის შესახებ აცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასულ წელს ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა,...

ქართული ოცნების რუსული რიტორიკა ომის დაწყების 18–ე წელს–პარტიის ლიდერები ამტკიცებენ, რომ აგვისტოს ომი სააკაშვილმა დაიწყო

2008 წლის აგვისტოს ომის თვრამეტი წლისთავი ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ხელისუფლება დაედანაშაულებინა. ოცნება...

რუსეთის საგარეო უწყება:2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსეთიც ომის დაწყების თარიღად ქართული ოცნების მსგავსად,8 აგვისტოს...

აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე საქართველოს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.მთავრობის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, პარასკევს, 7 აგვისტოს საღამოს, ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს, რომელიც გასულ კვირას ესპანეთის...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა რუსეთის ენერგორესურსების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წინააღმდეგ მიმართული სანქციების ფართომასშტაბიანი...

როგორ ასაბუთებს პროკურატურა ნია იმნაძისთვის წაყენებულ „წაქეზების“ ბრალს

მოკლული პედაგოგის გიგა ავალიანის საქმის პროკურორი განმარტავს, თუ როგორ ასაბუთებს პროკურატურა ბრალს - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას...

სასამართლოს გადაწყვეტილებით, Meta-მ ბავშვების ფსიქიკისთვის მიყენებული ზიანის გამო 567 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს

ნიუ-მექსიკოს სასამართლომ დაადგინა, რომ Meta-მ 567 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რომელიც კომპანიის ორმა მთავარმა პროდუქტმა —...

პატრიარქი ბრალდებულის სკამზე: რატომ თქვა უარი მოსამართლემ გარეგინ II საქმის განხილვაზე?

სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელზეც ბრალდებულის სახით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, გარეგინ II და უმაღლესი სასულიერო საბჭოს კიდევ...

ამ ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას–ევროკავშირი 2008 წლის ომზე

ევროკავშირი მისი პრესსპიკერის საშუალებით განცხადებას ავრცელებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებითგანცხადებაში ნათქვამია, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის...

გიორგი ბარამიძის განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.ინტერვიუში ბარამიძემ...