რუსეთის შემოსავლები ნავთობიდან და გაზიდან ბოლო წლის მინიმუმამდე დაეცა–ბლუმბერგი

Illustration contains a transparency blends/gradients. Additional .aiCS6 included. EPS 10

რუსეთის შემოსავლები ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან ბოლო თითქმის ერთი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა, მიუხედავად ფასების ზრდისა. ამაზე მეტყველებს სააგენტო ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის მიხედვით რუსეთის ხაზინაში შემოსავლები ენერგოპროდუქტების გაყიდვით, რომელიც რუსეთის ბიუჯეტის ნახევარზე მეტს შეადგენდა, აგვისტოში 691.9 მილიარდი რუბლით შემცირდა, რაც 11.1 მილიარდი დოლარია. ეს არის ყველაზე დაბალი შემოსავალი 2021 წლის ივნისიდან. გათვლები რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ეს 13%–ით ნაკლებია, ვიდე ერთი თვით ადრე მიღებული შემოსავალი, და 3.4 %–ით ნაკლები, ვიდრე ერთი წლის წინ მიღებული შემოსავალი.

ეს კლება აუცილებლად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე. ორშაბათს ფინანსთა სამინისტრომ ანგარიში წარადგინა წლევანდელი იანვარ–აგვისტოს პერიოდის ბიუჯეტის შემოსავლებსა და გასავლებზე.

ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ ბიუჯეტის პროფიციტი, ანუ სხვაობა შემოსავლებსა და გასავლებს შორის წლის პირველი 8 თვის განმავლობაში 137 მილიარდი რუბლი იყო.

სააგენტო ბლუმბერგი წერს, რომ მონაცემების მიხედვით ყოველთვიურად ბიუჯეტის პროფიციტი მცირდება. თუ იანვარ–მაისის პერიოდში ის თითქმის 1.5 ტრილიონი რუბლი იყო, იანვარ–ივლისში უკვე 482 მილიარდამდე შემცირდა.