“რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს, ლემანი ხელში ჩაიგდეს” – უკრაინა

რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ლემანის ხელში ჩაგდების შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი დეზინფორმაციას უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია, მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხისა და არმიის გატეხვას. ანა მალიარი აღნიშნავს, რომ ლემანში შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება და ვითარება უკიდურესად მძიმეა.

“რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს ლემანი ხელში ჩაიგდეს, ეს უკრაინელი ხალხისა და არმიის გატეხვას ისახავს მიზნად. ქალაქ ლემანში მძიმე ვითარებაა, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი უწყვეტ რეჟიმში ისვრის, თუმცა ბოლომდე ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. შესაძლებელია, ქალაქის გარკვეული ნაწილი მათ კონტროლქვეშ არის, თუმცა შეიძლება ვითარება ნებისმიერ წამს შეიცვალოს, თუ დავაკვირდებით მდგომარეობას ნახავთ, რომ რუსებს ლემანის აღება უნდათ, რადგან ქალაქს გეოგრაფიულად სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მტერი, დედაქალაქზე ხელახალი შეტევის დასაწყებად ემზადება. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციას, რომ მტერი მსგავსი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, თუმცა ვალდებულები ვართ, რომ ყურადღებით ვიყოთ, რადგან მტრის ძირითად სამიზნეს სწორედ კიევის აღება წარმოადგენდა”, – ამბობს ანა მალიარი