რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინელები დიპლომატების წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, თითქოს ლვოვში ტერორისტული აქტები იგეგმება აშშ–ს და სხვა დასავლური ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების წინააღმდეგ.

კონაშენოვი ამ თავდასხმების მზადებაში “ნაციონალისტური ბატალიონის, აზოვის ბოევიკებს“ ადანაშაულებს. (რუსეთში უკრაინულ პოლკ “აზოვს“ ექსტრემისტულ დაჯგუფებას უწოდებენ .)

კონაშენკოვი ამტკიცებს, რომ “კიევის ნაციოანლისტურ რეჟიმს დაგეგმილი აქვს დასავლური ქვეყნების დიპლომატიურ ობიექტებზე მიზანმიმართული შეტევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დააბრალოს.“

ამჟამად აზოვის პოლკი მარიუპოლში იბრძვის, რომელიც რუსეთის ჯარებით არის გარშემორტყმული. მანძილი მარიუპოლიდან ლვოვამდე პირდაპირი ხაზით ათას კილომეტრზე მეტია.