რუსეთი აპირებს ლიბიიდან დაქირავებული მებრძოლების უკრაინაში გაგზავნას – გენშტაბი

უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის განცხადებით, რუსეთი ომში საბრძოლველად ლიბიიდან დაქირავებულ მებრძოლებს წაიყვანს.

“არსებული ინფორმაციით, ეროვნული არმიის მეთაურის, ხალიფა ჰაფთარის მოსკოვში ვიზიტის დროს მიღწეული იქნა შეთანხმება უკრაინაში ლიბიელი “მოხალისეების“ გაგზავნის შესახებ, რათა მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში რუსეთის ფედერაციის მხარეს. სამხედრო დაქირავებულთა გადაყვანა, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავების კერძო სამხედრო კომპანია “ლიგის“ (ყოფილი “ვაგნერი“) ხარჯზე განხორციელდება”,– აცხადებს გენშტაბი.

უწყების ცნობით, ამავდროულად, რუსმა პროპაგანდისტებმა დაიწყეს რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის მომზადება ხანგრძლივი ომისთვის – “ოფიციალური საკომუნიკაციო არხები ავრცელებენ პროპაგანდას ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სავარაუდო წარმატების შესახებ, იმართება საჯარო ღონისძიებები უკრაინის ომის მხარდასაჭერად”.