რუსეთი არქტიკაში სამხედრო ძალებს ზრდის. ეს ნატოსთვის სტრატეგიული გამოწვევაა– სტოლტენბერგი

რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდას ქვეყნის ჩრდილოეთ, არქტიკულ ნაწილში ნატო განიხილავს, როგორც სტრატეგიულ გამოწვევას – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პარასკევს კანადაში ვიზიტისას.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ჩრდილოატლანტიკური გაეთიანების ქვეყნებმა და აშშ–ს მოკავშირეებმა პროპორციულად უნდა გაზარდონ საკუთარი სამხედრო ყოფნა არქტიკაში.

“სულ უფრო მნიშვნელოვან რეგიონად კანადისთვის და ნატოსთვის მთლიანად იქცა უკიდურესი ჩრდილოეთი, რადგან ახლა იქ ჩვენ ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალის გაზრდას–ახალი ბაზებით და შეიარაღების ახალი სისტემით“– თქვა სტოლტენბერგმა კანადის პრემიერ მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას.

“ბოლო თვეების განმავლობაში გეოპოლიტიკური სიტუაცია არსებითად შეიცვალა. შესანიშნავად გვესმის, რომ რუსეთი ყველა ჩვენგანის მზარდ შეშფოთებას იწვევს, დროულად ვთვლით ნატოს გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხზე, და ამისთვის NORAD-ის არსებული მექანიზმები გამოვიყენოთ“–თქვა ტრუდომ.

NORAD– ეს არის ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო–კოსმოსური თავდაცვის მეთაურობა, რომელიც კანადის და აშშ–ს ერთობლივ თავდაცვით ძალისხმევის კოორდინაციას ახდენს, და გარკვეულწილად ნატოს ჩრდილოეთამერიკული ანალოგია.