რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, როგორც ეს გააკეთა საქართველოში – ჯოზეფ ბორელი

“რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, როგორც ეს გააკეთა საქართველოში”- აცხადებს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.

„რუსეთის ამბიციაა, ცივი ომის შემდგომ წარმოშობილ პოლიტიკურ და უსაფრთხოების წესრიგს დაუპირისპირდეს. არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი წარსულში დაეთანხმა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი არის ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას ეკუთვნოდნენ ან რომელიმე შეთანხმების თუ ალიანსის ნაწილი იყვნენ, როგორც ამას „პარიზის ქარტია“ ითვალისწინებს. ამ ფუნდამენტურ პრინციპთან დაპირისპირებით მოსკოვი მოქმედებს როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის აზრით, ეს აკრძალვა არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებს ეხება, არამედ ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი. მეორე და მესამე პრინციპი არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში“, – წერს ჟოზეფ ბორელი.