რუსეთი აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ დატოვების საშუალებას მისცემენ, თუ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან

რუსეთი აცხადებს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას „აზოვსტალის“ ქარხნის დატოვების საშუალებას მისცემენ, თუ უკრაინელი სამხედროები ჩაბარდებიან. ამის შესახებ, შესაბამის განცხადებას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ცეცხლის შეწყვეტა დაიწყება უკრაინული ძალების მიერ თეთრი დროშების აღმართვის შემთხვევაში, თუ ასეთი ნიშნები „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის რომელიმე ნაწილში დაფიქსირდება, რუსეთის შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს და უზრუნველყოფენ უსაფრთხო გასასვლელს. “, – აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის მტკიცებით, მშვიდობიან მოქალაქეებს გადაიყვანენ უკრაინის ან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე „ევაკუირებულების შეხედულებისამებრ“, ჩაბარებულ უკრაინელ ჯარისკაცებს კი სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ.