რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ბელგოროდი კვლავ დაბომბა

რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინამ დაბომბა ბელგოროდის სოფელი სოლოხი. ინფორმაციას ადასტურებს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი.

მისი ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზარალდა 6 ოჯახი, ელექტროგადამცემი ხაზი და ერთი მანქანა დაზიანდა. გარდა ამისა, დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია. გლადკოვის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რუსეთმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა ბომბავს ბელგოროდში მდებარე დასახლებებს. უკრაინული მხარე ამას არ ადასტურებს.