რუსეთი გაეროსგან მოითხოვს,უკრაინამ უკან დაუბრუნოს შეიარაღება და ტექნიკა, რომელიც რუსებმა ხარკოვის ოლქიდან გაქცევისას დატოვეს

რუსეთი გაეროსგან უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევას მოითხოვს, რომელზეც მათი მოთხოვნით უნდა განხილონ უკრაინის მიერ ხარკოვის ოლქში ჩატარებული კონტრშეტევისას ხელში ჩაგდებული რუსული შეიარაღების და ტექნიკის რუსებისთვის დაბრუნება.

ამის შესახებ ინორმაციას უკრაინელი ექსპერტი, ოლეგ ჟდანოვი ავრცელებს, კონკრეტულად კი გაეროში რუსეთის წარმომადგენლის,  ვასილი ნებეზიას განცხადებიდან ციტატას, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი ინიცირებას უკეთებს გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ შეკრებას, რომელზეც რუსული მხარის მოთხოვნა უნდა განიხილონ. კერძოდ:

უკრაინისგან რუსეთისთვის ხარკოვის ოლქში კონტრშეტევისას “უკანონოდ წართმელი რუსული ტანკებს, არტილერიის, ჯავშანტრანსპორტიორების, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსების, რადიოსალოკაციო სადუგრების  და ასეულობით საბრძოლო მასალების უან დაბრუნებას.“

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევას ხარკოვის ოლქში არალეგიტიმურად და უკანონოდ თვლის.

დაზუსტება: მასალა ეყრდნობა მხოლოდ ექსპერტ ჟდანოვის განცხადებას და სხვა წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება.

დაზუსტება2: ჟდანოვი შეცდომაში შეიყვანა ერთ–ერთი უკრაინული სააგენტოს ხუმრობამ. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში დაახლოებით 3 ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია და სტრატეგიული დასახლებები ოკუპანტებისგან გაათავისულეს. რუსული არმია იმდენად ნაჩქარევად გაიქცა, რომ დიდი რაოდენობით ტექნიკა და შეიარაღება დატოვა, რაც უკრაინელების ხელში გადავიდა. უკრაინელებმა ხუმრობით ხარკოვის ოლქში მოპოვებულ რუსულ ტექნიკას და საბრძოლო მასალებს მათი დიდი რაოდენობის გამო „რუსული ლენდ ლიზიც“ კი შეარქვეს.