რუსეთი, დანაკარგების დასამალად, მკვდარ ჯარისკაცებს დაკარგულთა სიაში წერს – უკრაიანა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, ომში დანაკარგების დასამალად, რუსეთი დაღუპულ ჯარისკაცებს “დაკარგულთა“ სიაში წერს.

დაზვერვის ცნობით, მათ გვამებს ოკუპანტები ნაგავსაყრელებზე ინახავენ, სადაც გვამების მთები ორ მეტრს აღწევს. ამას მოწმობს ოკუპანტების სატელეფონო ჩანაწერი, რომლის ჩაწერაც უწყებამ შეძლო.

„ეს მორგი კი არა, ნაგავსაყრელია. შემოღობილია, არავის უშვებენ. და, მოკლედ, იქ ათასობით მოჰყავთ”,– უთხრა დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა ოკუპანტმა ცოლს.

მისი თქმით, ამ “ნაგავსაყრელის” დაცვის წევრები დიდ ფულს შოულობენ დაღუპულთა ნათესავებსთვის ნეშტების პოვნაში.

ოკუპანტი აღნიშნავს, რომ იქ მისმა ნაცნობმაც იპოვა ძმის ცხედარი.