რუსეთი დიდი ხანია მუშაობს ბიოლოგიური იარაღის პროგრამაზე – გაეროს წევრი ქვეყნები

 გაეროს წევრი რიგი ქვეყნები  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ  რუსეთი დიდი ხანია მუშაობს ბიოლოგიური იარაღის პროგრამაზე და არღვევს  საერთაშორისო კანონს. განცხადებას ხელს აწერენ,  ამერიკის შეერთებული შტატები, ალბანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო.

„როგორც ყველამ იცით – და საზოგადოებას უნდა შევახსენოთ – სწორედ მოსკოვია, რომელიც დიდი ხანია აწარმოებს ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო სამართლის დარღვევით და არა უკრაინა. მოსკოვს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების კარგად დოკუმენტირებული ისტორია და არა უკრაინას და სწორედ მოსკოვმა დაიწყო ეს უაზრო ომი”, – ნათქვამია განცხადებაში.

18 მარტს უშიშროების საბჭო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის ინიციატივით მეორედ შეიკრიბა, რათა განხილულიყო სიტუაცია უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიების სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებით.