რუსეთი ვერ რისკავს თვითმფრინავების რეგულარულ გამოყენებას ფრონტს მიღმა – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთმა მიმართა განურჩეველ საარტილერიო დაბომბვას ორი მიზეზის გამო – შეზღუდული აქვს სამიზნეების აღმოჩენის შესაძლებლობები და არ სურს გარისკოს სამხედრო თვითმფრინავების რეგულარული გამოყენება საკუთარი ფრონტის ხაზებს მიღმა.

უწყების ცნობით, უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს, რადგან ის ცდილობს დაიბრუნოს იმპულსი დონბასში წინსვლისთვის.

დაზვერვის განცხადებით, კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რაიონში, დაახლოებით 3.500 შენობა განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის დედაქალაქისკენ რუსეთის წინსვლის დროს, ზარალის 80% კი საცხოვრებელ კორპუსებს მიადგა, რაც მიუთითებს რუსეთის მზადყოფნაზე, გამოიყენოს არტილერია დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ, მინიმალური დისკრიმინაციის ან პროპორციულობის გათვალისწინებით.