რუსეთი კიდევ ერთ Covid ვაქცინას – “სპუტნიკ ლაით“–ს არეგისტრირებს

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის კიდევ ერთი ვაქცინის – “სპუტნიკ ლაითის“ რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ნაციონალურმა კვლევითმა ცენტრმა შეიმუშავა. შესაბამისი ინფორმაცია მედიკამენტების სახელმწიფო რეესტრის ვებგვერზე 29 მარტს გამოჩნდა.

მანამდე რუსულ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ, თუმცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა, როდის შეიძლება მოწონებულ იქნას ახალი ვაქცინა.

“სპუტნიკის“ ვაქცინის მსუბუქი ვერსიის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში საუბრობდა რუსეთის პრეზიდენტი. საქმე ეხება კოვიდ19–ის ვექტორულ ვაქცინას. ეს არის ერთკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც მოკლე ვადებში უფრო მეტი ადამიანის აცრის საშუალებას იძლევა. ამასთან, მწარმოებლები აცხადებენ, რომ მისი ეფექტურობა შედარებით ნაკლებიაშ, ვიდრე ორკომპონენტიანი “სპუტნიკ V“ ვაქცინისა. ის იმუნიტეტის შექმნის გარანტიას მხოლოდ ოთხი–ხუთი თვის შემდეგ იძლევა.