რუსეთი კიევზე თავდასხმით, დასავლური იარაღის მიწოდებისთვის ხელი შეშლას ცდილობდა – ბრიტანეთის დაზვერვა

5 ივნისის დილას რუსეთი კიევზე თავდასხმით, სავარაუდოდ დასავლური იარაღის მიწოდებისთვის ხელი შეშლას ცდილობდა – ინფორმაციას ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

“5 ივნისის დილას რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა და დაარტყა სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, სავარაუდოა, რომ ცდილობდა დასავლეთის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხებას უკრაინის ფრონტის ქვედანაყოფებისთვის”, – ნათქვამია დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.