“რუსეთს დნესტრისპირეთის რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს და მიანიშნებს იმაზე, რომ მოლდოვა “სტუმრებს” უნდა ელოდოს. ცუდი ამბავი: თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, ხვალ მტერი კიშინიოვის კარიბჭესთან იქნება. კარგი ამბავი: უკრაინა უზრუნველყოფს რეგიონის სტრატეგიულ უსაფრთხოებას, მაგრამ ჩვენ ერთ გუნდად უნდა ვიმუშავოთ”

წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლი, მიხაილო პოდოლიაკი. ცნობისთვის, 25-26 აპრილს მოლდოვაში, ოკუპირებულ დნესტრისპირეთში აფეთქებების სერია მოხდა.  მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია.