რუსეთი, სავარაუდოდ, შეეცდება შეინარჩუნოს უკრაინული ძალები ჩრდილოეთში – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ინფორმაციით, დააფიქსირეს ბელარუსის ჯარის განლაგება წვრთნებისთვის, თუმცა, მათი განმარტებით, ეს შეესაბამება ქვეყნის სეზონურ ნორმებს, რადგან ბელარუსი ზამთრის წვრთნების ციკლის კულმინაციაში მაისში შედის.

მათივე ცნობით, რუსეთი საფრთხის “გაბერვის”, სავარაუდოდ, შეეცდება უკრაინული ძალების ჩრდილოეთში დატოვებას.

„რუსეთი შეეცდება, გაბეროს წვრთნების საფრთხე, რათა შეინარჩუნოს უკრაინული ძალები ჩრდილოეთში, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღონ დონბასისთვის ბრძოლაში”,– აცხადებს დაზვერვა.

მათივე განმარტებით, ნორმალური სავარჯიშო აქტივობიდან გადახრა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოკავშირეებსა და პარტნიორებს, ამჟამად მოსალოდნელი არ არის.