“ჩვენ გავაანალიზეთ, როგორ ურტყამს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებს და დავასკვენით, რომ ისინი უკრაინას ხედავენ როგორც პლაცდარმს წინსვლისთვის. დიახ, ჩვენ დიდი მიზანი ვართ, მაგრამ შუალედური. ყირიმისა და დონბასის ტერიტორიების დაკავებასთან შედარებით, მათ შეინარჩუნეს იქ ინფრასტრუქტურა – სკოლები, საბავშვო ბაღები, ბიზნესი და აგრძელებენ მათ გამოყენებას. ახლა ხედავთ, უკრაინის ქალაქებს მიწასთან ასწორებენ. მათ არ აინტერესებთ უკრაინული ინფრასტრუქტურა. ასე რომ, ისინი წყვეტენ სხვა პრობლემას. ვხედავთ, როგორ ანგრევენ ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას, დეტალებს ვერ ვამხელ, მაგრამ აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ აპირებენ ამ ტერიტორიის გამოყენებას წინსვლისთვის.

მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე შეიძლება ჩაითვალოს რისკის ზონად, რასაც ჩვენ მუდმივად ვეუბნებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. პუტინი იყენებს ბელარუსის ტერიტორიას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად, არის ასეთი გეგმა, დიდი ალბათობით მოლდოვის მიმართ. უფრო მეტიც, ჩვენ ახლა ვაფიქსირებთ ტირასპოლის აეროდრომის მომზადებას თვითმფრინავების მისაღებად და ასევე ვიცით, რომ მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში ამჟამად განლაგებული რუსული ჯარები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი. ყველა სცენარი შესაძლებელია და ჩვენ ვემზადებით ამისთვის”

თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა NV-სთან ინტერვიუში.