რუსეთი ფრანგ და იტალიელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთმა საფრანგეთისა და იტალიის დიპლომატიური მისიების თანამშრომლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ინფორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც საფრანგეთმა ქვეყნიდან 41, იტალიამ კი 30 რუსი დიპლომატი გააძევა.

რუსეთმა, პერსონა ნონ გრატად საფრანგეთის საელჩოს 34 და იტალიის საელჩოს 30 თანამშრომელი გამოცხადა. მათ, ქვეყნის დასატოვებლად 2 კვირა აქვთ.