რუსები ხერსონიდან გადიან. შოიგუმ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა

რუსეთმა ხერსონის დატოვება გადაწყვიტა. ბრძანება ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ კამერების წინ, რუსული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გასცა.

ოკუპირებული ხერსონი და მიმდებარე დასახლებული პუნქტები მიმდინარე ვითარებაში ვეღარ მომარაგდება და იფუნქციონირებს – მოახსენა რუსული არმიის მეთაურმა, სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრს.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, დაიკავონ მომზადებული პოზიციები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე.