რუსეთმა ბრძოლაში სახმელეთო ძალების 65% ჩართო, მეოთხედზე მეტი ახლა არაეფექტურია – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვოს სამსახურის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებისას რუსეთმა ბრძოლაში 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი ჩართო, რაც მისი მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალის დაახლოებით 65%-ია.

დაზვერვის ცნობით, სავარაუდოდ, ამ დანაყოფების მეოთხედზე მეტი ახლა საბრძოლველად არაეფექტურია.

მათივე განმარტებით, რუსეთის ზოგიერთმა ყველაზე ელიტარულმა ქვედანაყოფმა, მათ შორის VDV საჰაერო სადესანტო ძალებმა განიცადა ყველაზე მაღალი დონის დანაკარგი.

“რუსეთს ამ ძალების აღდგენისთვის ალბათ წლები დასჭირდება”,– წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.