რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ 83 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 15 ნოემბრამდე პერიოდს.

ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 83 110;
  • ​ტანკი – 2 878;
  • ჯავშანტექნიკა – ​5 804;
  • საარტილერიო სისტემა – 1 860;
  • სარაკეტო სისტემა – 393;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209;
  • თვითმფრინავები – 278;
  • ვერტმფრენი – 261;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 531;
  • საკრუიზო რაკეტები – 374;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 362;
  • გემი/ნავი/კატარღა – 16;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა – 160