რუსეთმა ომი დაიწყო – უკრაინის ქალაქები იბომბება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. უკვე რამდენიმე საათია რუსული ავიაცია უკრაინულ ქალაქებს, მათ შორის, კიევს, ხარკოვს, ოდესას ბომბავს.

პუტინმა თქვა, რომ “გარემოებები მათგან მოითხოვს დაუყოვნებლივი და გადამწყვეტი ზომების მიღებას”.

“დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მომმართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს წესდების მე-7 ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული დსრ-სთან და ლსრ-სთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, – თქვა ვლადიმირ პუტინმა.